ნინო ლომჯარია: არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ პირების პატიმრობიდან გათავისუფლებაც, ვის პატიმრობასთან დაკავშირებითაც არსებობს ლეგიტიმური კითხვის ნიშნები

მისასალმებელია პოლიტიკურ სპექტრს შორის შეთანხმების მიღწევა, რაც ეუთო ოდირის მთავარი რეკომენდაციაც იყო,- ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს. ომბუდსმენი მმართველ გუნდა და ოპოიციას შორის საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება.

„მისასალმებელია პოლიტიკურ სპექტრს შორის შეთანხმების მიღწევა, რაც ეუთო ოდირის მთავარი რეკომენდაციაც იყო. საარჩევნო უფლების დაცვის უზრუნველსაყოფად უმნიშვნელოვანესია კონსენსუსზე დაფუძნებული საარჩევნო სისტემის არსებობა.

ვფიქრობ, არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ პირების პატიმრობიდან გათავისუფლებაც, ვის პატიმრობასთან დაკავშირებითაც არსებობს ლეგიტიმური კითხვის ნიშნები. დიდი იმედი მაქვს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება გონივრული გადაწყვეტილებები.

დღეს პირველად გაჩნდა იმედი, რომ დესტაბილიზაციის ნაცვლად პროცესები დემოკრატიული გზით წარიმართოს. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების ელჩებს საქართველოში“,- წერს ნინო ლომჯარია.

მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ.

banner
წინა სტატიაშისოფელ ვაკიჯვარში ხანძრის კერების დიდი ნაწილი უკვე ლოკალიზებულია
შემდეგი სტატიაკორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა