ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში იმუშავებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ხელშესაწყობად

ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ სახალხო დამცველის პოზიციიდან, მანდატის ამოწურვამდე, გააკეთებს მაქსიმუმს ევროკავშირის მიერ შემუშავებული ვალდებულებების შესრულების ხელშესაწყობად.

ლომჯარიამ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, „ხომ არ შესთავაზეს მას თანამდებობა ტექნიკური მთავრობაში“, რომლის შესახებაც მოთხოვნა სამოქალაქო მოძრაობის „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორებმა 24 ივნისის აქციაზე გააკეთეს.

„სახალხო დამცველი არის პრაქტიკულად ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომლის მიმართაც ევროკავშირის ორგანოებმა მხარდაჭერა და ნდობა დააფიქსირეს. ამიტომაც, ჩემი დარჩენილი ვადის განმავლობაში, რომელიც იმ ექვს თვეს ემთხვევა, როდესაც ქვეყანამ თავისი ვალდებულებები უნდა შეასრულოს, ვფიქრობ, გამოვიყენო ის ნდობა, რაც ევროკავშირის ინსტიტუტებმა ჩვენ მიმართ გამოიჩინეს, გამოხატეს და ამ პოზიციაზე, ამ მანდატის ფარგლებში გავაკეთო მაქსიმუმი, რომ ამ პროცესს ხელი შევუწყო. ამ პროცესს ასე ვხედავ“, – განაცხადა ლომჯარიამ.

წინა სტატიაშიგიგი უგულავა”ოცნებიდან” წასულებზე -ურემმა ძროხის ფუნას რომ გადაუარა აქეთ მეტი აღმოჩნდა, იქეთ ნაკლები
შემდეგი სტატიასუბარი: “უფრო მეტი უნდა ვუთხრა ხალხს და მმართველი გუნდის ფარგლებში ეს არ გამოდიოდა”