დაპირისპირება რუსთავის მოქმედ მერ, ნინო ლაცაბიძესა და ქვემო ქართლის გუბერნატორის ყოფილ მოადგილეს შორის ამჯერად იალღუჯის მიწების გამო დაიწყო.
1999 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი მიწები,მთავრობის დადგენილებით რუსთავის მერიას გადაეცა და დაიწყეს მოსახლეობისთვის სააგარაკე ნაკვეთების დარიგება.დროთა განმავლობაში მოსახლეობამ უკვე მიღებული მიწის ნაკვეთების საჯარო რეესტრში დარეგისტრირება დაიწყო და მათ ამ პროცესში გიორგი შინჯიკაშვილი ეხმარებოდა,მაგრამ შინჯიკაშვილის გადადგომის მერე,მოსახლეობა სახელისუფლო მხარდაჭერის გარეშე აღმოჩნდა.
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე მათ მხოლოდ ერთხელ შეხვდა და განუცხადა,ჩემგან რას ითხოვთ,შინჯიკაშვილს მიაკითხეთო!
ამის შემდეგ,ლაცაბიძე მათ ემალებათ,შეხვედრაზე უარს აცხადებს და მოსახლეობას ატყუებს,მიწები რუსთავის მერიის საკუთრებაში არ არისო.
რუსთავის მერიასთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

















