ნინო კვიტაიშვილი: მეც მათ შორის ვარ, ვინც დექსამეტაზონის დახმარებით უმკლავდებოდა, მათ შორის ვარ, ვის სიცოცხლესაც საფრთხე შეექმნა და არა მხოლოდ ამ მოწამვლით

“ახლა უკვე ვიცით, რომ ქიმიური ნივთიერებით გვწამლავდნენ.
ისიც გვითხრეს, რომ გამოიძიებენ 🙂 რატომღაც რომ ვენდოთ…
კი, მეც მათ შორის ვარ, ვინც დექსამეტაზონის დახმარებით უმკლავდებოდა, მათ შორის ვარ, ვის სიცოცხლესაც საფრთხე შეექმნა და არა მხოლოდ ამ მოწამვლით.
ხვალ, 3 დეკემბერს 1 წელი გადის.
სამართალი დუმს.
არც გამოძიება, არც გამოკითხვა, არც დაზარალებულად ცნობა, არც პასუხისმგებლობის დაკისრება – თითქოს ადამიანი არ ვარსებობ.
განა მიკვირს?!
არა, მაგრამ შეურაცხყოფის, უსამართლობის, ჩემი და “ჩემნაირების” ბოროტებისგან დამცირებულად წარმოჩენის ბრაზი მახრჩობს და ამ ბრაზს ყოველდღიურად ვაქცევ იმ ენერგიად, ბოლოს, რომ ესენი უნდა დაამხოს, წალეკოს და აღგავოს!
დროის ამბავია მხოლოდ, ბოლომდე! ✊” – წერს კოალიცია ცვლილებისთვის წევრი, ნინო კვიტაიშვილი სოციალურ ქსელში
1 დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ოცნებამ პროევროპული აქციების მონაწილეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნაერთი “კამიტი” გამოიყენა

banner
წინა სტატიაშისარეაბილიტაციო ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი, ექიმი მარიამ ჯიშკარიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაიტალიელი სენატორი BBC-ის სიუჟეტზე: “იტალიის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დაიბაროს საქართველოს ელჩი”