7.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 13, 2026
banner

ნინო ხუციშვილი: სოფელ შილდაში მომხდარი ინციდენტის გამო, ყვარლის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილ დაზარალებულებს, პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ

გუშინ სოფელ შილდაში მომხდარი ინციდენტის გამო, ყვარლის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილ დაზარალებულებს, ჩვენების მოპოვების მიზნით, პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ, რომ მათი უფლებები არ დაერღვიათ, წინასწარ ვაფრთხილებდი პირადად, რომ ახალგაზრდებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ. თუმცა, ორი ახალგაზრდის შემთხვევაში, ეს არ იქნა გათვალისწინებული,- წერს სოციალურ ქსელში ადგილობრივი, ნინო ხუციშვილი.

ის შსს-ს გენერალურ ინსპექციასა და საქართველოს პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს.

გუშინ, 17 ოქტომბერს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, სასაფლაოზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად 1 ახალგაზრდა დაჭრეს. სავარაუდო დამნაშავედ არასრულწლოვანი სახელდება. მის დაკავებაზე შსს-ს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

პოლიციამ დაჭრილის თანმხლები პირები და მათი ოჯახის წევრები გამოკითხვის მიზნით, ყვარლის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა.

banner
წინა სტატიაშიორი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაზელენსკი: მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა ენერგეტიკული ზავის შესახებ გამოაცხადა, რუსეთმა 76-ჯერ დაარტყა უკრაინის ენერგეტიკულ და ნავთობგაზის სექტორს