14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

ნინო ხარატიშვილს ევროპული ღირებულებების დაცვისთვის ვინფრიდის პრემია გადაეცა

ნინო ხარატიშვილს ევროპული ღირებულებების დაცვისთვის ვინფრიდის პრემია გადაეცა. აღნიშნული ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემათ საზოგადო მოღვაწეებს ადამიანის უფლებების დაცვაში, მშვიდობის მშენებლობასა და ევროპული ერთიანობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. მათივე ცნობით, დაჯილდოების ცერემონია 13 სექტემბერს, ქალაქ ფულდაში გაიმართება.

ქალაქის ადმინისტრაციის ცნობით, ჯილდო მწერალს გადაეცა „ევროპული იდეალებისადმი უტეხი ერთგულებისა და რუსული იმპერიალიზმის პირისპირ თავისუფლების შენარჩუნებისთვის“. საორგანიზაციო კომიტეტმა აღნიშნა, რომ თავის ნაწარმოებებში ხარატიშვილი ღრმად იკვლევს ევროპის ისტორიის, სსრკ-ის დაშლისა და რუსული პოლიტიკის შედეგების თემებს, ხოლო ერთ-ერთ ბოლო პროგრამულ პუბლიკაციაში – „ევროპავ, გაიღვიძე!“ – ღიად უჭერს მხარს დემოკრატიული ღირებულებების შენარჩუნებას.

banner
წინა სტატიაში“მდინარაძე ფეხსაცმელებიანად წავიდა, კობახიძე კანკალებს”- სალომე ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიაადვოკატი ტარიელ კაკაბაძე განცხადებას ავრცელებს