ნინო კალანდია გია ჯვარშეიშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

რამდენიმე საათის წინ დაკავებული გია ჯვარშეიშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ნინო კალანდია განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ალადაშვილის კლინიკაში ჯვარშეიშვილი პოლიციელების თანხლებით მიიყვანეს და ის საშინელ მდგომარეობაშია:

“არ გვიშვებდნენ საავადმყოფოში და დიდი ჭიდაობით შევედი. გიას თავზე ედგა 6 თუ 7 პოლიციელი. რენტგენის გადასაღებად პოლიციელთან ბორკილმიბმული შეიყვანეს. აქვს ნერვული შეტევა. საშინელ მდგომარეობაშია და დამამშვიდებელიც კი არ ჰქონდა გაკეთებული. ექიმი მიმტკიცებდა, პაციენტი არ მაძლევს საშუალებას რომ მივხედოო. ნერვული შეტევით პაციენტს როგორ უნდა მიხედოს ჩვენ უნდა ვასწავლოთ.ეს რა ჯანდაბაა მართლა. რამ გააცხოველა ყველა- წერს ნინო კალანდია.

როგორც ჯვარშეიშვილის ადვოკატი, ილონა დიასამიძე აცხადებს, კლინიკაში მოინახულა მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელმაც განუცხადა, რომ პოლიციელები მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ადვოკატის თქმით, ამჟამად, ჯვარშეიშვილს გამოკვლევები უტარდება.

რაც შეეხება დაკავების მოტივს, როგორც ადვოკატი ამბობს, ზუსტი მუხლი მისთვის უცნობია, თუმცა ვარაუდობს, რომ უფლებადამცველი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულოგნობა) და 173-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც პოლიციელის „კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ან/და პოლიციის შეურაცხყოფას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიბათუმში დააკავეს ჩვენი გუნდის ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, მათე ცენტერაძე – “გახარია საქართველოსთვის”
შემდეგი სტატიაომბუდსმენი: ჩვენი წარმომადგენლები თბილისსა და ბათუმში დაკავებულების სანახავად მიდიან