ნინო კალანდაძე პროკურატურაში დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე, რომელსაც აღნიშნული თანამდებობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ეკავა, პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

აღნიშნულის შესახებ კალანდაძე სოციალურ ქსელში წერს.

„მეგობრებო, ბევრი თქვენგანი მირეკავს. არ წყდება ჟურნალისტების ზარები. ამიტომ, ყველას ერთად გიპასუხებთ:

ვადასტურებ, რომ დამიკავშირდა გენერალური პროკურატურის გამომძიებელი, გამოკითხვაზე ჩემს დასაბარებლად. ვინაიდან მაქვს უფლება, გამოკითხვა ჩატარდეს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, ცხადია, პროკურატურაში მისვლას სწორედ ეს გზა ვარჩიე. ამ ეტაპზე, გამოკითხვის თარიღი ჩემთვის უცნობია.

რაც შეეხება საკითხის შინაარსს, დემოკრატიულ ქვეყანაში ვიტყოდი, რომ წარმოდგენაც კი მიჭირს, რა შეიძლება იყოს ჩემი დაბარების მიზანი, მაგრამ იმ სამწუხარო რეალობაში, როცა კონკრეტულ საქმეზე უკვე არსებობენ სრულიად უდანაშაულო სინდისის პატიმრები და მათზე საერთაშორისო თანამეგობრობა დუმს, და როცა ხელისუფლება ცდილობს საკუთარი ნაგავრილოვარი იმიჯის გათეთრებას, წარმოუდგენელი ან დაუჯერებელი უკვე აღარაფერია…“, – წერს კალანდაძე.

banner
წინა სტატიაშისაბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით, ცხრა პარტიამ ცესკო-ს მიმართა, მათ შორის მათაც, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან
შემდეგი სტატიაბრაზილიაში ავტოკატასტროფას 41 ადამიანი ემსხვერპლა