ნინო ჯაფარიძ: Edison Research-ის სისტემაზე კიბერშეტევის მცდელობა იყო

region
ავტ.: region ოქტომბერი 28, 2020 18:54

ნინო ჯაფარიძ:  Edison Research-ის  სისტემაზე კიბერშეტევის მცდელობა იყო

Edison Research-ის ვიცე პრეზიდენტის, ნინო ჯაფარიძის განცხადებით, მისი კომპანიის კომპიუტერულ სისტემაზე კიბერშეტევის მცდელობა იყო.

მისივე თქმით, რამდენიმე შეტყობინება მიიღო უცნაური ადრესატისგან, რამაც დააეჭვა და არ გახსნა. იგი ვარაუდობს, რომ ცდილობდნენ კომპანიის კომპიუტერი დაეზიანებინათ, ხელი შეეშალათ საქმიანობაში, ან ფოსტაზე მისი მიმოწერა ენახათ.

“დღეს დილით რომ გავიღვიძე და შევედი ჩემი სამსახურის კომპიუტერზე შევამოწმე ელექტრონული ფოსტა. მეილი იყო უცნაური ადრესატიდან, სადაც მაცნობეს, რომ თითქოს ზარი გამოვტოვე, ზარის ჩანაწერიც არის, ხოლო ეს ჩანაწერი რომ მომესმინა უნდა დამეჭირა ბმულისთვის. ეს იყო დაახლოებით დილის 06:50 საათზე. შემდეგ, რამდენიმე წუთში იყო შეტყობინება ერთ-ერთი ჩემი კოლეგისგან, ისეთი ადამიანისგან, რომელსაც ვიცნობ კარგად, ბუნებრივად ჰგავს იგი ამ მეილს. რა თქმა უნდ არ გავხსენი, რადგან უცნაური ტექსტი დაიწერა. არ გავდა პროფესიულ ან მეგობრულ კომუნიკაციას. ვიღაცამ იცის ჩემი ელექტრონული ფოსტა და ეს, რა თქმა უნდა, არაა რთულად მოსაპოვებელი.

ძალიან გასაკვირია ის, რომ არჩევნებამდე სამი დღე დარჩა ედისონი ატარებს ეგზიტპოლს და უნდათ, ყურადღება გამიფანტონ, შესაძლებელია ეს არის მიზანი რომ შემოვუშვა ვირუსი და კომპიუტერში პრობლემა გამიჩნდეს. რა თქმა უნდა, ეს მიზანი თუ აქვთ დასახული ვერ მიაღწევენ საწადელს. ამიტომ ვთხოვ, რომ დროს ნუ დახარჯავენ.

ეგზიტპოლის მონაცემებისთვის სულ სხვა სისტემას ვხმარობთ და სამწუხაროა, რომ ვერ ერკვევიან. რა თქმა უნდა, ეგზიტპოლს და კვლევებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ. შეიძლება კომპიუტერი გაფუჭებულიყო ან ნელა ემუშავა, ან მეილიდან ჩამოეტვირთათ ვისთან მაქვს მიმოწერა, ვისთან ვთანამშრომლობ”, – ამბობს ნინო ჯაფარიძე.

ამერიკული კვლევითი კომპანია Edison Research, რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანასთან თანამშრომლობს, ტელეკომპანია ფორმულას პარტნიორია. Edison Research-მა ტელეკომპანიისთვის პოლიტიკური კვლევები ჩაატარა. ასევე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ეგზიტპოლს მოამზადებს. აღნიშნული კომპანია საქართველოში 2008 წლიდან მუშაობს და თითქმის ყველა კვლევის შედეგი ცესკოს მონაცემებს დაემთხვა.

region
ავტ.: region ოქტომბერი 28, 2020 18:54