ნინო ჯანგირაშვილი: მე მრცხვენია ოცნების მაგივრად

დღეს გავარკვიე ვინ არის ორი ყველაზე გავლენიანი ადამიანი საქართველოში: ეკა ბესელია და ვასილ მაღლაფერიძე.პარლამენტმა 85 ხმით 6 ის წინააღმდეგ მიიღო მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები, რომელსაც ეწინააღმდეგებოდა მთელი მედია, არასამთავრობო სექტორი, უმრავლესობის დეპუტატთა დიდი ნაწილი, რომელიც ორი დღის წინ ჩააგდო და მხარი არ დაუჭირა წამყვანმა კომიტეტმა. კომიტეტის სხდომაზე მყოფი თოთხმეტი წევრიდან არცერთმა არ დაუჭირა მხარი ამ კანონპროექტს, მათ შორის არც ოცნების დეპუტატებმა.თუმცა დღეს პროექტი სესიაზე მაინც მიიღეს. ეს პროექტი დიდ დარტყმას მიაყენებს კერძო ტელეკომპანიებს. მას ერთი წელია ლობირებს ეკა ბესელია. ცოტა კი გაუჭირდა და გაუჭიანურდა, მაგრამ მაინც გაიტანა თავისი. მე მრცხვენია ოცნების მაგივრად. ბრძოლა ამით არ სრულდება და ყველა დეპუტატს მოუწევს პირადად აიღოს პასუხისმგებლობა ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებაზე.

 

ნინო ჯანგირაშვილი

banner
წინა სტატიაშიგია ნოდია: მიჰა ჰამოდიო, ბოლოს უნდა დამეწერა, მაგრამ არ სცალია იმ კაცს
შემდეგი სტატიაHuman Rights Watch-ის განცხადებით ტერორისტებს პროცესუალური ნორმების დარღვევით ასამართლებენ