ნინო ჯანგირაშვილი: ივანიშვილი საკუთარი ხელით წერს საკუთარ უმძიმეს განაჩენს

“ვაღიარებ, არ ველოდი რომ დღეს უგულავას დაიჭერდნენ. არა იმიტომ, რომ ივანიშვილი ამას არ იკადრებდა, არამედ იმიტომ, რომ ვერ წარმომედგინა საკუთარი ხელით თუ გამოიჭრიდა ყელს. ვაღიარებ, მთლად ეგეთი იდიოტიც არ მეგონა. ყოველდღიურად და თანმიმდევრულად საკუთარი ხელით წერს საკუთარ უმძიმეს განაჩენს,”-წერს ნინო ჯანგირაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო. უზენაესმა სასამართლომ უგულავას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაშიარასწორია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს უგულავა ერთსა და იმავე საქმეზე ორჯერ გასამართლდა
შემდეგი სტატიაოპოზიციასთან მოლაპარაკებები თუ ვერ მოხერხდა, არჩევნები ჩატარდება არსებული შერეული სისტემით