ნინო ჯანგირაშვილი: ივანიშვილი ცდილობს უკარნახოს მედიას საკუთარი პირობები

მოკლედ, რომ ჩამოვაყალიბო რა არის ივანიშვილის მიერ სამი არხის სამი ჟურნალისტის დაპატიჟებაში გაუგებარ–მიუღებელი: თუ ერთ კონკრეტულ არხს აძლევ ინტერვიუს, შენი და არხის მოლაპარაკების საგანია რომელ გადაცემაში და რომელ ჟურნალისტთან ერთად მიიღებ მონაწილეობას. თუმცა როცა შენ თვითონ წყვეტ, რომელ საათზე და ვინ გინდა შენგან ინტერვიუ აიღოს და შეტყობინების სახით უგზავნი სამ არხს ინფორმაციას რომელი ჟურნალისტების ნახვა გესიამოვნებოდა, ეგ უკვე “ჟურნალისტი გამოძახებით“ გამოდის და “გასაოცარ დემოკრატიას“ არ უხდება. როდესაც სამ არხს არჩევ რეიტინგის მიხედვით, ესეიგი ირჩევ არხს და არა ჟურნალისტს. შესაბამისად, პირობების კარნახი რომელი ჟურნალისტი უნდა მოვიდეს შენთან ინტერვიუზე, გაუმართლებელია და არხმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს ვის გამოგზავნის. შემდეგი: არსებობს ინტერვიუ, გადაცემა და არსებობს პრესკონფერენცია. თუ ერთ ჟურნალისტს აძლევ ვრცელ ინტერვიუს სრული ფორმატით ეთერში გასაშვებად, ეს არის გადაცემა. თუ რამდენიმე ჟურნალისტს აძლევ ინტერვიუს ეს პრაქტიკულად პრესკონფერენციაა. ასეთ შემთხვევაში, უნდა განმარტო და ჩამოყალიბდე – გადაცემას გეგმავ თუ პრესკონფერენციას. თუ გადაცემაა, მაშინ რა უფლებით იღებთ მოწყალებას და დანარჩენ არხებსაც გვთავაზობთ ინტერვიუს ეთერში ჩართვას. იმ სამ არხს აღარ ეკითხები? და თუ პრესკონფერენციაა, მაშინ მხოლოდ სამ, თუნდაც ყველაზე რეიტინგულ არხს რატომ ირჩევ? ამ ისტორიაში კიდევ ბევრი კითხვა და აბსურდია. თუმცა მეზარება ამდენი წერა. ქალბატონ სალომეს დავესესხები და ივანიშვილის მცდელობა ერთმანეთთან “შეტყნას“ ინტერვიუ, გადაცემა, პრესკონფერენცია, არის სულელური წამოწყება და ერთადერთ მიზანს ემსახურება – ერთდროულად დაიპყროს ყველა არხის ეთერი წინასაარჩევნოდ და მიიღოს მაქსიმალური წვდომა მოსახლეობაზე. აბა მხოლოდ ვასილის 3% ის იმედად ეს არ გამოვა. რეალურად ის ცდილობს უკარნახოს მედიას საკუთარი პირობები. რა გამოუვა, ვნახოთ. ჯერჯერობით კოლეგების რეაქცია ადეკვატურია, ტვ იმედს თუ არ ჩავთვლით-წერს ნინო ჯანგირაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი – ზაზა ოქუაშვილი არის ჩამოყალიბებული თაღლითი
შემდეგი სტატია,,მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველო გახდეს ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო ქვეყანა მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე”