ნინო ჯანგირაშვილი: „ჩავთვლი, რომ „იმ ცხრა წელში“ ვართ!“

nino jangirashvili“ძალიან მრცხვენია, რომ მიშას წასვლიდან ოთხი წლის თავზე იქ მივედით, საიდანაც თითქოს ძალიან გვიხაროდა გამოსვლა!“ – ამის შესახებ ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი, ნინო ჯანგირაშვლი „ფეისბუქზე“ წერს.
მისივე თქმით, დღეს საღამოს ოფიციალურად გაფორმდა ის, რაზეც აქამდე ვჭორაობდით და ვღადაობდით.
„ქვეყანაში, მინიმუმ, 4 სახელისუფლო არხია და მათ შორის არის საზოგადოებრივი მაუწყებელი. თითქმის წუთობრივად დავთვალე და ასეთი შედეგი მივიღე: მმართველი პარტიის პრეზენტაცია პრაიმ-–ტაიმში პირდაპირ ეთერში უწყვეტად, „ქართული ოცნების“ სარეკლამო რგოლის პრეზენტაციის ჩათვლით, კომერციული სარეკლამო გაჭრის გარეშე, 21 საათიდან 22:10-მდე ჩართო სამმა კერძო ტელევიზიამ: „იმედმა“, „მაესტრომ“, „ჯი-დი-ეს“-მა. ასევე, „პირველმა არხმა“ – 21-დან 22 საათამდე. ბოლო ათი წუთი კი „მეორე არხზე“ გავიდა. გილოცავთ! სამთავრობო ტელეჰოლდინგის შექმნა უკვე შემდგარი ფაქტია. ვისაც გგონიათ, რომ აქედან ძალიან შორია „იმ ცხრა წლამდე“,თქვენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. ვისაც გინდათ, რომ ეს ქვეყანა ოდესმე რამეს დაემსგავსოს, ეს ფაქტი რეაგირების გარეშე არ უნდა დატოვოთ. მორალზე აღარ ვლაპარაკობ. სახეზეა კანონის აშკარა დარღვევა წინასაარჩევნო პერიოდში და თუ მარეგულირებელმა კომისიამ და ცესკო-მ სასწრაფოდ არ დაასანქცირა ეს ტელევიზიები და „ქართული ოცნება“, ჩავთვლი, რომ უკვე „იმ ცხრა წელში“ ვართ, – წერს ნინო ჯანგორაშვილი.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძეს „ოცნების“ საარჩევნო პროგრამა საბჭოთა რაიკომის მდივანს ახსენებს
შემდეგი სტატიაპოლიტიკური პანაშვიდი დიმიტრი ხუნდაძისთვის