ნინო იობაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით გამართულ კონფერენციას დაესწრო

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო იობაშვილმა ნიქოზიაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით გამართულ საერთაშორისო კონფერენციის – „კორუფციასთან ბრძოლა, დემოკრატიის დაცვა: ქვეყნის პარლამენტის როლი“ მუშაობაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც კვიპროსის დედაქალაქში, 27-28 მაისს გაიმართა.

კონფერენციის ძირითად თემებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში კორუფციასთან ბრძოლის საკითხები და აღნიშნულ პროცესებში დემოკრატიული ინსტიტუციების ჩართულობა წარმოადგენდა.

ანტიკორუფციულ საკითხებზე მიძღვნილ საერთაშორისო ღონისძიებას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის და კვიპროსის რესპუბლიკის ხელისუფლების, ასევე თემატიკაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშივერ ვხედავ თავს ამ საკრებულოში – ირაკლი კუპრაძემ ბათუმის საკრებულო დატოვა
შემდეგი სტატიაჩვენ გვაქვს ისტორიული გამოცდილება, პოლონელ ხალხს არ სურს რუსეთის გავლენის სფეროში ყოფნა, ამიტომ მზად არიან, ჩვენი შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად საკუთარი კეთილდღეობა შესწირონ – დუდა