ნინო გვენეტაძის ყოფილი თანაშემწე ყოფილ ხელმძღვანელს ღიად საუბარს ურჩევს

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ყოფილი თანაშემწე, ნინო გვენეტაძის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.

იურისტი, კახა წიქარიშვილი ამბობს, რომ ნინო გვენეტაძე ე.წ. მოსამართლეთა კლანისგან მუდმივი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა.

მისი თქმით, ის გარკევული პერიოდის განმავლობაში გვენეტაძის თანაშემწედ მუშაობდა, შესაბამისად კარგად იცის, რა მდგომარეობაში იყო უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე. წიქარიშვილის თქმით, გვენეტაძე არ გამორიცხავდა, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ. წიქარიშვილი ირწმუნება, რომ გვენეტაძეს ზეწოლის შეეშინდა და ე.წ. კლანთან თანამშრომლობა დაიწყო.

სასამართლო სისტემის გადარჩენის მიზნით წიქარიშვილი ნინო გვენეტაძეს მოუწოდებს, ღიად ისაუბროს იმ ზეწოლაზე, რომელიც სასამართლოში არსებული კლანიდან მოდიოდა მისი მიმართულებით.

banner
წინა სტატიაშინაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში განსახილველად წარადგინა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა
შემდეგი სტატია“კლანი“ არასამთავრობო სექტორში საია-ს აქვს