ნინო გვენეტაძეს ურთმელიძისგან შეხვედრაზე თანხმობა, ამ დრომდე არ მიუღია

უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით, მას მოსამართლე თამაზ ურთმელიძისგან შეხვედრაზე თანხმობა, ამ დრომდე არ მიუღია.

აღნიშნულთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლო განცხადებას ავრცელებს.

“უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ქალბატონმა ნინო გვენეტაძემ გამოხატა მზადყოფნა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმატში შეხვდებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს თამაზ ურთმელიძეს, მისი სურვილის შემთხვევაში.

ამასთან დაკავშირებით, დღეს დილითვე შედგა კომუნიკაცია მოსამართლე თამაზ ურთმელიძესთან. ამ დრომდე მოსამართლისგან ინფორმაცია არ შემოსულა.

ორშაბათს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჩვეულ რეჟიმში ჩაატარებს სხდომას დღის წესრიგის მიხედვით”,- აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში დასრულდა
შემდეგი სტატია“რ2”-ის დროებითი მმართველები გასაჩივრების ეტაპების გავლამდე მოვალეობის შესრულებას არ აპირებენ