ნინო გვენეტაძემ 34 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას ხელი მოაწერა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ ა 34 მოსამართლის უვადოდ დანიშვნაზე, ხელი არ მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაცია სასამართლოს ვებგვერდზე ვრცელდება.

“2017 წლის 9 ნოემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა მონაწილეობით, გამართა შეხვედრა მოსამართლეებთან თანამდებობაზე უვადოდ გამწესების წესთან დაკავშირებით.

შეხვედრის დასასრულს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ხელი მოაწერა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას 34 მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ“, ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრის შედეგად, საერთო სასამართლოებში 34 მოსამართლე უვადოდ 20 ოქტომბერს გაამწესა. ამ გადაწყვეტილებას ხელს არ აწერდა საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, რომელმაც განაცხადა, რომ მასზე იუსტიციის საბჭოს წევრები და საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ზეწოლას ახდენენ.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ტრანსგენდერი ქალის ცემისთვის პირი დამნაშავედ ცნო
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: “ოცნება” სამეგრელოში არ არსებობს, ის, დიდი ხანია, რომაული მითოსის ღმერთს, ორსახა იანუსს, დაემსგავსა…