ნინო გვენეტაძე – მე ვარ ძალადობის მსხვერპლი

მე ვარ ძალადობის მსხვერპლი, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
როგორც ნინო გვენეტაძემ აღნიშნა, იუსტიციის საბჭოს წევრები ცდილობენ გააგრძელონ ხელების გადაგრეხვის პოლიტიკა და საბჭოს თავმჯდომარეს მიაღებინონ მისი ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა მთელი დღის განმავლობაში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. თავდაპირველად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს უვადოდ არჩეული 34 მოსამართლის დანიშვნის გადაწყვეტილებაზე დაუპირისპირდნენ, ხოლო მოგვიანებით დამატებითი სხდომის ჩანიშვნის საკითხზე შეკამათდნენ.
ნინო გვენეტაძის განცხადებით, მას მსგავს რეჟიმში მუშაობის გაგრძელება აღარ შეუძლია და მის პოზიციებს წერილობით აცნობს საბჭოს წევრებს.

banner
წინა სტატიაშიბექა ხახუბიას დაღუპვის საქმის ერთ-ერთი მოწმე ავარიასთან დაკავშირებულ დეტალებზე საუბრობს
შემდეგი სტატია1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6108 ლარი გახდა