ნინო გვენეტაძე უვადო მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების არჩევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უვადო მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების კენჭისყრის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ განცხადება ნინო გვენეტაძემ კენჭისყრის დაწყებამდე გააკეთა.

მისი თქმით, საბჭომ კენჭისრის ჩასატარებლად ყველაფერი გააკეთა, თუმცა მისივე თქმით, არის მნიშვნელოვანი საკითხები, რაზეც გადაწყვეტილების მიღების ფიქრი და ვალდებულება საბჭოს გააჩნია.

“კენჭისყრა ჩატარდება, თუმცა მე არ ვიღებ მონაწილეობას ჩემი პასუხისმგებლობის განცდით, იმიტომ, რომ მე არ მაქვს ბევრ კითხვაზე პასუხი”, – განაცხადა გვენეტაძემ.

კენჭისყრის პროცესს ასევე გამოეთიშნენ საბჭოს არამოსამართლე წევრები – ნაზი ჯანეზაშვილი და ვახტანგ მჭედლიშვილი.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადო მოსამართლეობის მსურველ 38 კანდიდატს კენჭი დღეს უნდა უყაროს.

banner
წინა სტატიაშიპარტიების შემოწირულობის 80% 643-მა ფიზიკურმა პირმა გაიღო, ხოლო დანარჩენი – 32 იურიდიულმა პირმა
შემდეგი სტატია“ყველა ხმას დავიცავთ, არჩევნების გაყალბების უფლებას არავის მივცემთ” – გრიგოლ ვაშაძე