ნინო გვენეტაძე: საერთო სასამართლოების სისტემაში საქართველოს მასშტაბით 61 ვაკანტური ადგილია

„ერთობა“ - ნინო გვენეტაძის დილემა თუ პარტნიორები?!

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეობის კანდიდატურების გასაუბრება მიმდინარეობს.
როგორც ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ განუცხადა, სულ სასამართლოების სისტემაში 61 ვაკანტური ადგილია. მისივე თქმით, კონკურსი არის ორ ეტაპიანი.
“პირველი ეტაპი უკვე გავლილია. ეს არის დოკუმენტაციის შეგროვება, რომელიც კონკრეტულმა კანდიდატურებმა წარმოადგინეს და ასევე რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჰქონდა მათ შესახებ. დღეს იწყება მეორე – გასაუბრების ეტაპი. საბჭოს წევრების მიერ კონკრეტული კანდიდატი გამოიკითხება კეთილსინდისიერების, კვალიფიკაციის, პროფესიონალიზმის და ყველა იმ სტანდარტის გათვალისწინებით, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს კენჭისყრა. საერთო სასამართლოების სისტემაში მთელი საქართველოს მასშტაბით 61 ვაკანტური ადგილია. ვცდილობთ ძალიან გამჭვირვალედ, ყველა პროცედურის დაცვით განვახორციელოთ გასაუბრება, რის შემდეგაც უკვე დაიწყება კენჭისყრები”, – განაცხადა გვენეტაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიგლა აგულაშვილი: ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი წყარო ავტომობილებია
შემდეგი სტატიაიუსტიციის უმაღლესი საბჭო ლევან მურუსიძის საკითხზე დღეს იმსჯელებს