ნინო გვენეტაძე: მამუკა ახვლედიანს აქვს სრული უფლება იდაოს გადაწყვეტილების თაობაზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება არის კანონიერი, აქვს საფუძველი და მამუკა ახვლედიანს აქვს სრული უფლება იდაოს გადაწყვეტილების თაობაზე, – ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ მამუკა ახვლედიანთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

ნინო გვენეტაძის თქმით, ის რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს გადაყენებას ითხოვს, სიახლე არ არის. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ახვლედიანის გადაყენებისას “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონით იხელმძღვანელა.

“ბატონი მამუკა ახვლედიანი ჩემს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაყენებას მანამდეც ითხოვდა. იუსტიციის საბჭომ მიიღო “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის შესაბამისად გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება გამოქვეყნდება. ის არის კანონიერი, აქვს საფუძველი და მამუკა ახვლედიანს აქვს სრული უფლება იდავოს გადაწყვეტილების თაობაზე”, – განაცხადა გვენეტაძემ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, მამუკა ახვლედიანის დაკავებული თანამდებობიდან გადაყენების დასაბუთება არსებობს და ეს უკავშირდება სასამართლოში საქმეთა განაწილების წესთან დაფიქსირებულ პრობლემებს.

“არა მხოლოდ პროცესის მონაწილე მხარეებს აქვთ ეჭვი საქმეთა განაწილების თაობაზე, არამედ გარკვეული პრეტენზიები არსებობდა მოსამართლეთა მხრიდანაც.

მოწმეთა დაკითხვის წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ პირველ ყოვლისა დიდი სასამართლოები და მათ შორის საქალაქო სასამართლო იქნა თავისი ნორმატიული აქტებით, ანუ თავმჯდომარის მიერ გამოცემული ბრძანებებით გადამოწმებული და აქ დაფიქსირდა დარღვევები”, – განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ახვლედიანი: მოსამართლეობის ტესტებზე წვდომა ჰქონდათ ნინო გვენეტაძეს და ლევან მურუსიძეს
შემდეგი სტატიანოდარ ხადური: მთავარი სულაც არ არის ვინ ეწერება სიაში