ნინო გვენეტაძე მამუკა ახვლედიანის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საკითხზე განმარტებებისგან თავს იკავებს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საკითხზე განმარტებების გაკეთებისგან თავს იკავებს.

როგორც ამასთან დაკავშირებით გვენტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იმის გათვალისწინებით, რომ ის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობს, ახსნა-განმარტებას ვერ გააკეთებს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ურჩია, ნახონ კანონი, რომელიც დისციპლინურ სამართლწარმოებას ეხება და დასკვნების გასაკეთებლად მამუკა ახვლედიანის მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია გამოიყენონ.

“დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურები მოწესრიგებულია კანონით. ეს არის წინარე შესწავლა დისციპლინური სამართლაწარმოებისა. ჩემი მიმართვა, რომელიც მამუკა ახვლედიანმა გაასაჯაროვა, მისი გადასაწყვეტი და მის მიერ ასახსნელი საკითხია. მან ახსნა-განმარტებაც გამოაქვეყნა და კითხვები ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ დაუსვათ მას. მე კონფიდენციალურობის დაცვა მევალება, მაგრამ დავაზუსტებ, რომ ახვლედიანის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა არ მომხდარა, ეს არის წინარე პროცედურები, რომელიც გაწერილია კანონით. ამ პროცედურებს გაჰყვება იუსტიციის საბჭო. ამ თემაზე რაიმე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან საბჭოში, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ, ერთ-ერთი წევრი, ერთი ხმით ვარ მე”, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

banner
წინა სტატიაშიფოთის ქუჩაზე ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება
შემდეგი სტატია“ამერიკის დაზვერვის სამსახურის უფროსის პოზიცია მნიშვნელოვანია” – ივლიანე ხაინდრავა