ნინო გვენეტაძე იუსტიციის საბჭოს მხრიდან ზეწოლის ქვეშ იყო, ამიტომ გადადგა

აგებენ თუ არა პასუხს ის ადამიანები, ვინც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება იარაღით დაამხო

უზენაესი სასამართლის ყოფილი თავმჯდომარის თანაშემწის კახა წიქარიშვილის მტკიცებით, ნინო გვენეტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან ზეწოლის ქვეშ იყო და თანამდებობიდან სწორედ ამიტომ გადადგა.

“სასამართლოში ასეთი მოვლენები ხდება და ვინმემ ჰკითხეთ ნინო გვენეტაძეს, სად არის? ან რა რეაგირებას აკეთებს? არსად არ არის, არის გამქრალი, იმალება ხალხისგან და საზოგადოებისგან. ის რეალურად მარტო აღმოჩნდა, მას ფიზიკურადაც შეეშინდა, თქვენ წარმოიდგინეთ. მას შემდეგ, რაც საბჭოს სხდომებზე ბულინგის და ძალადობის მსხვერპლი გახდა, მას შეეშინდა, რომ საბჭოს შემადგენლობა უბრალოდ აიღებდა და სცემდა. შესაბამისად, მან აირჩია კლანთან თანამშრომლობის არა – კლანთან ბრძოლის პოლიტიკა. თანამშრომლობის პოლიტიკამ მოიტანა ის, რომ ერთი დღე დაეთანხმა, მეორე დღე, მესამე დღე და როდესაც მივიდა იმ პიკამდე, რომ კლანის მოსამსახურე უნდა გამხდარიყო, ამ პიკზე გადადგა” – ამბობს წიქარიშვილი რუსთავი 2-თან საუბარში.

ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი 2018 წლის 2 აგვისტოს დატოვა. მიზეზად მან ჯანმრთელობის მდგომარეობა და მკურნალობის აუცილებლობა დაასახელა.

მას შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამ პოსტზე კანდიდატურის შერჩევისთვის სამოქალაქო საზოგადოებასთან და პოლიტიკოსებთან კონსულტაციებს აწარმოებდა. თუმცა, იმის გამო, რომ “კონსენსუსი ვერ შედგა”, პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი აღარ წარადგინა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მაშინ ამბობდა, რომ “ქართული ოცნება” კონსულტაციებზე უარს აცხადებდა.

banner
წინა სტატიაშიყველა თავისი გარყვნილების ხარისხით ზომავს და ზარდიაშვილი საკუთარ გამორჩენას ეძებს
შემდეგი სტატიადეკემბერში კამჩატკასთან აფეთქებული მეტეორიტის ძალა 173 კილოტონა იყო