ნინო გვენეტაძე ბოლომდე იყო იმ არაჰუმანური, ანტიდემოკრატიული და კორუფციული სისტემის ნაწილი

“უზენაესი სასამართლოს აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე ბოლომდე იყო იმ არაჰუმანური, ანტიდემოკრატიული და კორუფციული სისტემის ნაწილი, რასაც ივანიშვილის სასამართლო სისტემა ქვია. მის დროს ქვეყანაში გაჩნდნენ პოლიტიკური პატიმრები, ადამიანებმა საკუთარ თავზე იწვნიეს მოსამართლეთა უსამართლობა და უმეცრება. სისტემა გაივსო წარმოუდგენლად დაბალი კვალიფიკაციის და მძიმე რეპუტაციის კადრებით. მისი მეთაურობით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ დანიშნა სისტემიდან კორუფციისა და არაკვალიფიციურობისთვის გაყრილი ან გასაყრელი კადრები. თუმცა, გვენეტაძე, არა მხოლოდ როგორც სისტემის ხელმძღვანელი, არამედ პირადადაც იყო ჩართული, როგორც ტროიკის შემადგენლობაში მყოფი ერთერთი ჯალათი, არაერთ გახმაურებულ საქმეში და თავისი წვლილი შეიტანა ქვეყნის დემოკრატიის ნგრევასა და უსამართლობის დამკვიდრებაში. მთავარი და ემბლემატური საქმე, ამ მიმართულებით, ცხადია, რუსთავი 2ის საქმე იყო, სადაც, ის დიდ პალატას ხელმძღვანელობდა და მის გადაწყვეტილებას აქამდე უპრეცედენტო რეაგირება მოყვა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მხრიდან, რომელმაც, ისტორიაში პირველად და თანაც სამოქალაქო საქმეზე, დროებითი ღონისძიებით შეაჩერა ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის გადაწყვეტილების აღსრულება და ამით გადაარჩინა ქართული დემოკრატია და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. გვენეტაძის თავმჯდომარეობის დროსვე და, სავარაუდოდ, მისი მონაწილეობით, გასაჯაროვდა მოსამართლიეთა საკვალიფიკაციო გამოცდების ტესტები, რაც არა მხოლოდ უკიდურესად სამარცხვინო ფაქტია მთელი ქვეყნისთვის, არამედ დანაშაულს წარმოადგენს, რაც აქამდე არ გამოძიებულა.
სამწუხაროდ, არავითარი რაციონალური მოლოდინი იმისა, რომ უზენაეს სასამართლოს ადეკვატური ადამიანი ჩაუდგება სათავეში, არ არსებობს. დღეს გვენეტაძე შეცვალე ივანიშვილის პირადმა ნოტარიუსმა, ქართუს იურიდიული სამსახურის ყოფილმა უფროსმა, იურიდიული წრეებისთვის სამარცხვინოდ ცნობილმა მზია თოდუამ. იმისთვის, რომ ეს ვითარება შეიცვალოს, უნდა შეიცვალოს ივანიშვილი. ასევე,ჩემს მიერ უკვე გაცხადებული ინიციატივის თანახმად,უნდა მოვიწვიოთ მაღალი კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე ამერიკელი და ევროპელი მოსამართლეები(ასევე,მთავარი პროკურორი) და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ ნამდვილი სასამართლო სისტემის აშენებას და სამართლიანობის დამკვიდრებას საქართველოში”-წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: რატომ არ ენდობა ბიძინა ივანიშვილი დიტო სამხარაძეს?
შემდეგი სტატიაძლიერმა წვიმამ და ქარიშხალმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დააზარალა video