ნინო გვენეტაძე – ახვლედიანზე მნიშვნელოვანი განსახილველი თემები გვაქვს

ახვლედიანზე მნიშვნელოვანი განსახილველი თემები გვაქვს, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეებთან შეხვედრამდე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს ახვლედიანის თემაზე კომენტარს არ გააკეთებს. რაც შეეხება საქალაქო სასამართლოში მიმდინარე შეხვედრას, როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ეს შეხვედრა მენეჯმენტის პრობლემებთან დაკავშირებით და საქმეთა განაწილების თემაზე გაიმართება.

“ამ საკითხებზე მოსამართლეების პოზიციებს მოვისმენთ. ახვლედიანზე მნიშვნელოვანი განსახილველი თემები გვაქვს. მენეჯმენტი და ორგანიზება სწორი უნდა იყოს, საქმეთა განაწილება უნდა მოხდეს წესის მიხედვით. ამით უნდა დავაკმაყოფილოთ მოსამართლეების მოთხოვნები”, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ შეხვედრის დაწყებამდე.

გვენეტაძესთან ერთად მოსამართლეებთან შეხვედრას ესწრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე, ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ებანოიძე.

banner
წინა სტატიაში“მეტი აქტიურობაა საჭირო ამ ფორუმში, რომ ეუთოს მისიის დაბრუნებას მივაღწიოთ”
შემდეგი სტატიადავით ნარმანია მთაწმინდის პარკის შესასვლელთან ხეების მოჭრას დაავადებული ხეების გამოხშირვის სამუშაოებით ხსნის