ნინო გუგეშაშვილი – ხალხი, რომელიც ადრე განსხვავებული აზრისთვის ამერიკის და დასავლეთის აგენტს გეძახდნენ, ახლა განსხვავებული აზრისთვის ყველას რუსეთუმეს უწოდებენ

ალხი, რომელიც ადრე განსხვავებული აზრისთვის ამერიკის და დასავლეთის აგენტს გეძახდნენ, იმავე გააფთრებით, ახლა განსხვავებული აზრისთვის ყველას რუსეთუმეს და პუტინის მონას ეძახიან, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მწერალი ნინო გუგეშაშვილი წერს.

ნინო გუგეშაშვილი აღნიშნავს, რომ ერთმანეთისთვის რაღაც სახელების დაუსაბუთებლად შერქმევა არ შეიძლება.

„ადრე განსხვავებული აზრისთვის ამერიკის და დასავლეთის აგენტს გეძახდნენ. ინგლისურ ენაზე ჟურნალს თუ გიპოვიდნენ, ან ინგლისურენოვანი როკის მოსმენაში შეგამჩნევდნენ, მაშინვე მიარბენინებდნენ დანოსებს „ზემოთ“, რომ იყავი იდეოლოგიურად საეჭვო პირი, დასავლური პროპაგანდის მსხვერპლი და პოტენციური მოღალატე. თვითონ კი თავი იმით მოჰქონდათ, რომ რუსული პარტსკოლები ჰქონდათ გავლილი ან აქ, ან რუსეთში.

ახლა იგივე ხალხი და მათი შვილები განსხვავებული აზრისთვის უკვე ყველას რუსეთუმეს და პუტინის მონას ეძახიან იმავე გააფთრებით. გახდნენ ჩვენზე უფრო „დასავლურები“, თუმცა უკვე მალავენ, რომ ისევ რუსული ტიპის პარტსკოლებში არიან აღზრდილები ან აქ, ან რუსეთში, ან დასავლეთში.

ესეც გაივლის. ადამიანებო, ნუ ეძახით ასე დაუსაბუთებლად ერთმანეთს რაღაც სახელებს. ძალიან ნუ გაამარტივეთ სქემა. მოძველდა ეს ხერხი. ეს უკვე გადაცვეთილი გოიმობაა.

იცოდეთ, რომ ფაქტების გარეშე რასაც სხვას დასწამებთ და შეარქმევთ, ის თვითონვე ხართ. ეს ორჯერ ორია“, – აღნიშნავს მწერალი ნინო გუგეშაშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშინიკა მელიას ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოს მიმართა
შემდეგი სტატია20 ივნისის სისხლიან ღამეს დაშავებული ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა