ნინო გოგუაძე: პრემიერი ვერ აცნობიერებს საფრთხეს, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობას მოჰყვება

ოპოზიცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვას პასუხობს. საუბარია მიმართვაზე, სადაც გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაძლო მოპოვებაზე არაჯანსაღი სპეკულაციები მიმდინარეობს.

ნინო გოგუაძის განცხადებით პრემიერ-მინისტრი საფრთხეებს ვერ აცნობიერებს:

„ჩემთვის სამწუხაროა, რომ ამ ქვეყნის პრემიერმინისტრი იმ საფრთხეს ვერ აცნობიერებს, რომელიც ასეთ უმრავლესობებს მოჰყვება ხოლმე. თავისუფალი დემოკრატები ვაცნობიერებთ ამ საფრთხეს და მოვალენი ვართ, ამაზე ვისაუბროთ, მაგრამ მოწოდებას მოქალაქეებისადმი არ ვაკეთებთ, ჩვენ პატივს ვცემთ თითოეულ მოქალაქეს, თითოეულმა მოქალაქემ თავისი სინდისით და გონით უნდა გააკეთოს არჩევანი,“- განაცხადა ნინო გოგუაძემ.

banner
წინა სტატიაშიკოალიციამ ალეპოში, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბა
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი: საკონსტიტუციო უმრავლესობა რამდენიმე საკითხის შესაცვლელად სურთ