ნინო გოგუაძე ოპოზოციისა და არასამთავრობოების ბრალდებებს პასუხობს

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით, მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.

აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საბურთალოს რაიონის მეოხუთე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნინო გოგუაძემ საბურთალოს მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, “თავისუფალი დემოკრატები” და არასამთავრობო ორგანიზაციები კომისიის წევრების კონკურსგარეშე დანიშვნასთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს როცა წარადგენენ, ამის შემდეგ მოხდება რეაგირება.

“მოვისმინე განცხადებები, მაგრამ ვერ ვნახე ვერცერთი მტკიცებულება. ეს არის კონკურსი და შეუძლებელია, რაიმე წინასწარ იყოს გაწერილი. თუ ასეთი ფაქტები არსებობს, მათ კონკრეტული მტკიცებულებები უნდა წარადგინონ, ხოლო ზოგადი საუბრით, ეს საკითხი ვერ გადაწყდება”, – აღნიშნა გოგუაძემ.

ცნობისთვის, “თავისუფალი დემოკრატები” და გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნა, წინასწარ, კონკურსის გარეშე მოხდა.

banner
წინა სტატიაში23 აგვისტოს ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2788 ლარი იქნება
შემდეგი სტატიატერაქტის მზადების საქმეზე დაკავებულებისთვის პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას ითხოვს