ნინო გოგუაძე : ყველა ზომას ვატარებთ ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების გარემოებების დასადგენად

ყველა ზომას ვატარებთ, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების გარემოებების დასადგენად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნინო გოგუაძემ განაცხადა.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის საშუალებით მივიღეთ უმძიმესი ინფორმაცია გალში, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის – ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ. საქმეზე ჩატარდება გამოძიება და ყველა საშუალებას გამოვიყენებთ გარდაცვალების შესახებ გარემოებების დასადგენად. ამასთან, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, ეს ფაქტი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცევა. სახელმწიფო მინისტრმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ ჟენევის მოლაპარაკებების სამივე თავმჯდომარე მყისიერად იქნა ინფორმირებული ფაქტის შესახებ. ისინი ახლა საქართველოში იმყოფებიან და უახლოეს პერიოდში მათი სოხუმში ვიზიტისას, ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

გალში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ,,თაიმერმა” ექსკლუზიურად მოიპოვა.

https://www.timer.ge/rusul-samkhedro-bazaze-29-tslis-qarthveli-chamomkhrchvali-ipoves/

banner
წინა სტატიაშიოდიშარიას ალტერნატიულ ფართს შესთავაზებენ და არა 11 მილიონს
შემდეგი სტატიაქობულეთში „ურანის“ გასხვისებას 2 800 000 აშშ დოლარად აპირებდნენ – დაკავებულია ორი პირი