ნინო გოგუაძე: დავბრუნდით საბჭოთა კავშირში

“ჩემი აზრით, დავბრუნდით საბჭოთა კავშირში”- ამ განცხადებას, თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე აკეთებს.

გოგუაძე ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველამ უნდა გაანალიზოს როგორ ქვეყანაში მოუწევს ცხოვრება.

გოგუაძე თავისუფალი დემოკრატებიდან ალექსი პეტრიაშვილის წასვლასაც ეხმაურება, თუმცა დეტალურ განმარტებებს არ აკეთებს. გოგუაძე მხოლოდ იმას ამბობს, რომ პარტია გააგრძელებს მუშაობას.

„პარტია რა თქმა უნდა გააგრძელებს მუშაობს, მე მგონია, რომ ძალიან მძიმე დრო დადგა. ჩემი აზრით, დავბრუნდით საბჭოთა კავშირში და ყველამ უნდა გავაანალიზოთ, როგორ სახელმწიფოში მოგვიწევს ცხოვრება და რა გამოსავალი არსებობს,“-განაცხადა ნინო გოგუაძემ.

კომენტარს არ აკეთებს პარტიის კიდევ ერთი ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანიამ პოლიტიკა დატოვა
შემდეგი სტატიადავით დარჩიაშვილი: მე ვხედავ მეორე ტურში მონაწილეობის აუცილებლობას