ნინო გოგუაძე: ჩვენ არ ვაპირებთ, ამ უკანონო სამართალს შევეგუოთ

როდესაც კანონის სახელით უსამართლობას სჩადიან, მოქალაქეები ვალდებულები ვართ, რომ სამართლის აღსრულების გამო, დავარღვიოთ უსამართლო კანონი, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, ნინო გოგუაძემ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიას საქმე პოლიტიკურია. ამასთან, როგორც გოგუაძე ამბობს, უკანონო სამართალთან შეგუებას არ აპირებენ.

„დღეს ასეთი დრო არის. ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს საქმე არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური საქმე. სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც მას შესთავაზებს ის ადამიანი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ამ ქვეყანაში. არ ვიცით რა მოხდება. შეიძლება, ყველაფერი მოხდეს, მათ შორის ნიკა მელიას დაპატიმრებაც. ჩვენ არ ვაპირებთ, ამ უკანონო სამართალს შევეგუოთ, ამ არაფორმალურ მართთველობას, ავტორიტარულ სახელმწიფოს შევეგუოთ. დიახ, ვიქნებით აქ. ფიზიკურად გადაგვიარონ და ის 88 დეპუტატი „ქართული ოცნების“, ვინც გუშინ მწვანე შუქი აუნთო და საერთოდ საქართველოს პარლამენტმა ორჯერ დაიჭირა ნიკა მელია, უპასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ იმაზე, რაც აქ მოხდება. მათ შორის საკუთარი მოქალაქეების მიმართ. აი, აქ ვიდგები და ფიზიკურად გადამიაროს პოლიციამ“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი: ამ დროს აშშ-ის ელჩის დუმილი ჩემთვის აუხსნელია
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძ: ეს იქნება შესვლა დაპირისპირების და რადიკალიზაციის მორიგ ტალღაში შესვლა