ნინო დოლიძე – ცესკომ დადგენილებით ცვლილებები მიიღო, რომელიც ზღუდავს კენჭისყრის სრულყოფილად დაკვირვების შესაძლებლობას – დამკვირვებლები ვეღარ შეძლებენ აღმოაჩინონ პირები, რომლებიც სხვის ნაცვლად ცდილობენ ხმის მიცემას

გუშინ, ცესკომ დადგენილებით ცვლილებები მიიღო, რომელიც ზღუდავს კენჭისყრის სრულყოფილად დაკვირვების შესაძლებლობას, – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” თავმჯდომარე, ნინო დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ნინო დოლიძე აღნიშნავს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ნებისმიერ პირს, ეკრძალება ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა, მათ შორის, გამორთმევა.

„გუშინ, ცესკომ დადგენილებით ცვლილებები მიიღო, რომელიც ზღუდავს კენჭისყრის სრულყოფილად დაკვირვების შესაძლებლობას. განსაკუთრებით პრობლემურია შემდეგი – კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ნებისმიერ პირს, ეკრძალება ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა, მათ შორის, გამორთმევა.

ამ ცვლილებით, დამკვირვებლები ვეღარ შეძლებენ აღმოაჩინონ პირები, რომლებიც სხვის ნაცვლად ცდილობენ ხმის მიცემას (ე.წ. “კარუსელი”), რაც არჩევნების გაყალბების ერთ-ერთ მთავარ მეთოდს წარმოადგენს“, – წერს ნინო დოლიძე.

banner
წინა სტატიაშიდიდუბეში, აგლაძის ქუჩაზე მომხდარ ჩხუბსა და სროლაზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
შემდეგი სტატიათიბისი კაპიტალმა კაპიტალის ბაზრების შესახებ შეხვედრა ჩაატარა