ნინო დიდებულიძის განცხადებით მისი შვილის ლაშა მახარაძის მკვლელობას თვითმხილველი ჰყავს

ლაშა მახარაძის საქმეზე სასამართლო სხდომები გრძელდება. დღეს ნაფიცი მსაჯულების წინაშე მოკლული მახარაძის დედა ნინო დიდებულიძე დაიკითხა. დიდებულიძე ამბობს, რომ რამდენიმე თვის წინ მასთან ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა და უთხრა რომ მკვლელობის მომენტს შეესწრო და დაინახა, თუ როგორ მოკლეს ლაშა მახარაძე.

“მთელმა საქართვცელომ იცის, რომ ოქროპირიძემ მოკლა ლაშა მახარაძე. სურპრიზები არაერთი იქნება. ადამიანები გამოჩნდებიან,”- აცხადებს ნინო დიდებულიძე.

დიდებულიძის ამ ჩვენების შემდეგ პროკურატურა გეგმავს, რომ უახლოეს პერიოდში პირი რომელიც დიდებულიძეს ესაუბრა დაკითხოს და ჩვენება მისგან აიღოს.

“არსებობს პიროვნება რეალურად თუ როგორ დაინახა ოქროპირიძემ როგორ მიმართა და როგორ ესროლა. ეს მოწმე აუცილებლად დაიკითხება,”- აცხადებს პროკურორი.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მოწმე ერთხე უკვე დაკითხა პროკურატურამ თუმცა მაშინ ახალგაზრდა მამაკაცმა განაცხადა, რომ ის მკვლელობას ვერ შეესწრო.

სასამართლო პროცესზე მოკლული ლაშა მახარაძის დედის ნინო დიდებულიძის დაკითხვა 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი უკრაინის პრემიერ-მისნისტრის და მინისტრების წინააღმდეგ
შემდეგი სტატიაელისო კილაძემ პროკურატურას ლადო ბედუკაძის მიერ მოპოვებული აუდიო ჩანაწერები გადასცა