14.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 13, 2026
banner

ნინო დათაშვილს სასამართლოს განჩინების საფუძველზე ფსიქიატრიულ ექსპერტიზას, სავარაუდოდ, მომდევნო კვირის განმავლობაში ჩაუტარებენ

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფ აქტივისტს, ნინო დათაშვილს სასამართლოს განჩინების საფუძველზე ფსიქიატრიულ ექსპერტიზას, სავარაუდოდ, მომდევნო კვირის განმავლობაში ჩაუტარებენ.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა, ნინო დათაშვილის ადვოკატმა თამარ გაბოძემ განუცხადა, პრობლემა არის ის, რომ ხერხემალზე გაკეთებული ოპერაციის გამო, პროკურატურამ გადაწყვიტა, ნინო დათაშვილს სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტაროს.

ადვოკატის განმარტებით, პროკურატურამ გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები ნინო დათაშვილის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით.

„მსგავსი ჩანაწერი სამედიცინო დოკუმენტში არ არსებობს. ნინო დათაშვილის თანხმობით, ჩვენ გავასაჯაროვეთ სამედიცინო დოკუმენტი, რომელიც ორგანიზაციის გვერდზე არის, სადაც არანაირი ჩანაწერი არამდგრადობასთან დაკავშირებით არ არის აღნიშნული“,- განაცხადა თამარ გაბოძემ.

 

banner
წინა სტატიაშიფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში მომუშავეები ნინო დათაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატიაქართული ემიგრაციული ორგანიზაციები ნინო დათაშვილის საქმის ფიგურანტების სანქცირებას ითხოვენ