ნინო ჩხობაძე: ვერეს ხეობის ზედა ნაწილი რისკის ქვეშ არის, ახალი მეწყერები გაჩნდა

“ვერეს ხეობის ზედა ნაწილი რისკის ქვეშ არის. ახალი მეწყერები გაჩნდა,”- ეს განცხადება მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები-საქართველოს თავმჯდომარემ ნინო ჩხობამ ვერეს ხეობის განაშენიანების პროექტთან დაკავშირებით საუბრის დროს გააკეთა.

ჩხობაძეს აინტერესებს პროექტის ორგანიზატორების აზრი თუ როგორ უნდა მოხდეს ხეობიდან მოსახლეობის ევაკუაცია თუ წყალმოვარდნა განმეორდება.

“როცა საუბრობ, რომ რეკრეაციულ ზონად უნდა გადააქციო ვერეს ხეობა, როცა შენ ამბობ, რომ სხვადასხვა ობიექტები უნდა გააკეთო, ერთ-ერთი ნაწილი არის როგორ უნდა მოხდეს ევაკუაცია, თუ მოხდა ისევ წყალმოვარდნა. ჩვენ ვიცით, რომ ვერეს ზედა ნაწილი რისკის ქვეშ არის. იქ გააქტიურდა ძალიან ბევრი ახალი მეწყერი, რომელიც არ ვიცოდით, რომ გააქტიურდებოდა,”- განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისის მასშტაბით სოციალური მომსახურების ცენტრები გაუქმდა და მათ ნაცვლად საქალაქო ცენტრი შეიქმნა
შემდეგი სტატია“ზოგიერთ პოლიტიკოსს საპატრიარქოს ადექვატურმა განცხადებამ ფულის კეთების გეგმები ჩაუშალა”