21.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

ნინო ჩხობაძე: აღმოსავლეთ საქართველოში წყლის სერიოზული დეფიციტია

ჩხობაძე აღნიშნავს, რომ წყლის დეფიციტი სერიოზულ პრობლემას ქმნის სოფლის მეურნეობაში, განსაკუთრებით კი მოსავლის მორწყვის თვალსაზრისით.

ნინო ჩხობაძის თქმით, მოსავლის მორწყვის პროცესში მნიშვნელოვანია ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და წვეთოვანი სარწყავი სისტემის დანერგვა.

„წყლის რაოდენობა პრობლემურია. არ ვართ დარწმუნებული, რომ წყალი გვეყოფა. დღეს კახეთში წყლის ნაკლებობა სერიოზული პრობლემაა. ეს წყალდიდობა ჩაივლის და შემდეგ დაიწყება გვალვის პროცესი. ჩვენ სარწყავი წყალი არ გვყოფნის ნარგავებისთვის, ახლა თუ კახეთში დიდი რაოდენობით წყალია სტიქიის გამო, ხვალ შესაძლოა, სიცხის გამო საერთოდ დაეკარგოთ მოსავალი. ესეც ბუნებრივი პროცესია, რომელსაც წინასწარი პრევენცია სჭირდება.

ჩვენ აღმოსავლეთ საქართველოში წყლის სერიოზული დეფიციტი გვაქვს. უფრო უკეთესად გვაქვს მდგომარეობა თითქოს დასავლეთ საქართველოში, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში ზაფხულის პერიოდში არაერთხელ გაგვიგია, რომ ხალხს მოსავალი გაუფუჭდა, იმიტომ რომ, ივლისი-აგვისტოს პერიოდში მაღალი ტემპერატურები იყო და ვერ მორწყეს მოსავალი.

რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა პრევენციისთვის. უნდა შემოვიღოთ სხვა ტიპის სარწყავი სისტემები, დაგუბება უნდა გავაკეთოთ და წყალი შევინახოთ. ნაწილობრივ ვითომ გააკეთეს საირიგაციო სისტემები, მაგრამ ეს საკმარის არ არის. მელიორაციის კუთხით სერიოზული პრობლემა გვაქვს, თუნდაც ფასები, რომელიც არის დადგენილი ფართობებზე და მიშვებით მოიხმარენ წყალს. აქცენტი უნდა გაკეთდეს ეკონომიურ გამოყენებაზე, რისთვის საუკეთესო საშუალება წვეთოვანი სისტემების გააკეთო. ახალ ტექნოლოგიებს არ ნერგავენ, რაც ძალიან სჭირდება ამ დარგს“, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

banner
წინა სტატიაშიკიევში სროლის შემდეგ უკრაინის საპატრულო პოლიციის უფროსმა გადადგომაზე განაცხადი შეიტანა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ყველაზე ამორალური ამ ისტორიაში ისაა, რომ თან ჰპარავენ საჭმელს და თან აიძულებენ ხმა ქოცებს მისცენ