ნინო ჩხეიძე ზაფხულის სეზონზე ახალ ალბომს წარადგენს

ზაფხულის სეზონზე ნინო ჩხეიძე აპირებს ახალი ალბომის წარდგენას თავის ბენდთან ერთად, Nioband-ი და ნინო უკვე ნახევარ წელზე მეტია ახალი პროდუქტის შექმნაზე მუშაობენ, სიმღერები რომლებსაც ნინო & Nioband-ი წარმოგიდგენთ იქნება თქვენთვის საყვარელი ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილი როგორც ძველი ისე ახალი ჰიტები. ნინო & Niobend-ი ასევე შემოგთავაზებთ კომპოზიტორ რუსა მორჩილაძის სიმღერას სინგლის სახით რომელიც სპეციალურად ნინო ჩხეიძისთვის შეიქმნა, ამავე სიმღერის ვიდეორგოლზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა რომელსაც სულ მალე იხილავს საზოგადოება.

ალბომი ჩაიწერა Niostudio-ში რომელზეც იმუშავეს :

 

ზვიად თინიკაშვილი – გიტარა
ირაკლი კვანჭიანი – კლავიშები
ლევან მიქაბერიძე- ბას გიტარა
დავით თუთარაშვილი- დრამი
ნინო ჩხეიძე- ვოკალი

არანჟირება : Nioband & ბექა ნიკოლაიშვილი
მუსიკალური პროდუსერი ბექა ნიკოლაიშვილი

მალე ახალ სიმღერას ახალი კლიპით და ახალი იმიჯით ნინო ჩხეიძე წარადგენს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – პანკისში, დილის 8 საათზე, კახეთის სამხარეო პოლიციის 35 თანამშრომელი იყო
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი: საჯარო სკოლებში ბავშვთა კვება იყოს უფასო!