ნინო ჩხეიძე: ვის დონეზე და რა კრიტერიუმით ხდება შერჩევა არტისტების ?

“ყველა სიახლეს მივესალმები პროგრეს და უკეთეს ვიდრე გუშინ იყო მაგრამ ყოველგვარი ქილიკის გარეშე მაინტერესებს, რატომ არ შეიძლება ყველა მნიშვნელოვან დრესასწაულზე ერთი ისეთი კონცერტიც გაკეთდეს სადაც ყველა მოქმედი მომღერალი მივიღებთ მონაწილეობას ჩვენი სიახლეებით. თუნდაც იყოს ცენზურა, მაღალხარისხიანი პროდუქტის სტანდარტის დაკმაყოფილებით რასაც ამა თუ იმ კონცერტის ორგანიზატორები ითხოვენ. არის ვინმე ამ ქვეყანაში ვისაც აქვს ამ კითხვაზე პასუხი აქვს ? ვის დონეზე და რა კრიტერიუმით ხდება შერჩევა არტისტების ? რა სტანდარტის პროდუქცია აკმაყოფილებს ყველა დონის და იერარქიაში მყოფ ორგანიზატორებს ვინც ქმნის დღევანდელ ამინდს. ისიც არ მინდა ვინმემ იფიქროს რომ რამე მაკლია ან კონცერტი ან ხალხის სიყვარული ან სიახლეები ჩემს პროგესიულ განვითარებაში.მაინტერესებს ვის აქვს კომპეტენტური პასუხი ჩემს კითხვაზე და დღევანდელ რეალობაზე. რატომ გვიწევს ყველა დღესასწაულზე ერთიდაიგივეზე საუბარი”-წერს მომღერალი ნინო ჩხეიძე ” ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდია: მართლაც სამყაროს წესრიგის უცნაური და საოცარი გამოვლინებაა მასში
შემდეგი სტატიაეგზიტპოლები: ევროპარლამენტის არჩევნებზე საფრანგეთში ლე პენის პარტია ლიდერობს