ნინო ჩხეიძე და “ქუჩის ბიჭები” კლიპს იღებენ

მომღერალი ნინო ჩხეიძე და “ქუჩის ბიჭები” კლიპს იღებენ. გადაღებები თბილისში სტუდიურად და გარე სივრცეებში მიმდინარეობს.

სიმღერის – “მე შენ მჭირდები” მუსიკის ავტორი ბექა ნიკოლაიშვილია, ტექსტი კი “ქუჩის ბიჭებს” ეკუთვნის.

ნინო ჩხეიძისა და “ქუჩის ბიჭებისთვის” ეს პირველი თანამშრომლობაა.

კლიპის გადარებებს Happy Dreamers Production ახორციელებს და მასზე რეჟისორები – სერგო ეგოიანი და ზურა ვასაძე მუშაობენ.

კლიპის პრემიერა ნოემბრის შუა რიცხვებში იგეგმება.

banner
წინა სტატიაშიდაახლოებით 66 750 ჯარისკაცი, 2 573 ტანკი – ოკუპანტების დანაკარგი
შემდეგი სტატიაბუჩუკური – ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირება სასიხარულო არაა, რადგან ეს ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს