ნინო ჩარკვიანი: 1.18 თეთრი ერთი დღის განმავლობაში როგორ შეიძლება იმყოფინოს ადამიანმა საკვებისთვის, იქნებ რეცეპტიც გაგვანდოს

“რეფორმატორების” აღმასრულებელი მდივანი ნინო ჩარკვიანი საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატის რიმა ბერიძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც თვლის რომ დღეში 1 ლარი და 18 თეთრი საკვებად საკმარისია.

“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს,როდესაც მე და ქალბატონი რიმა ბერიძე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ვიყავით, კარგად მახსოვს მისი ხალხისთვის მიცემული დაპირებები…. ვწუხვარ,რომ ჩუღურეთს ჰყავს მაჟორიტარი, რომელიც მსგავს უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს! 1.18 თეთრი ერთი დღის განმავლობაში როგორ შეიძლება იმყოფინოს ადამიანმა კალორიული საკვებისთვის, იქნებ რეცეპტიც გაგვანდოს. ყოფილი კომუნისტის ასეთი შეფასება მათ ეპოქაში გაკეთებულ განცხადებებს მაგონებს!” – ნათქვამია “რეფორმატორების” აღმასრულებელი მდივნის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: კურსთაშორის სხვაობამ რაციონზე გავლენა არ უნდა იქონიოს
შემდეგი სტატია“კატასტროფული რაოდენობით იზრდება მოშიმშილეთა რაოდენობა”- ბენეფიციართა რაოდენობა ორ წელიწადში 13 000-დან 32 000-მდე გაიზარდა