ნინო ბურჯანაძის პარტიას გენერალური მდივანი ტოვებს

ნინო ბურჯანაძის პარტიას „გაერთიანებული დემოკრატიულ მოძრაობას“ გენერალური მდივანი ტოვებს. ზაზა ვეკუა პარტიის დატოვების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად პარტიის ხელმძღვანელობასთან აზრთა სხვადასხვაობას ასახელებს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზაზა ვეკუას აღნიშნული გადაწყვეტილება ე.წ. უბლოკო სტატუსს უკავშირდება.

„არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში ჩემსა და თავმჯდომარეს შორის. ეს მიმაჩნდა მეტად მნიშვნელოვნად არა ჩემთვის, არამედ ქვეყნისთვისაც, ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამეტოვებინა პარტია. ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ ვერც ჩემი კუთხით, ვერც დემოკრატიული მოძრაობისთვის,“ – განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარემ ზაზა ვეკუამ, რომელიც განმარტავს, რომ სხვა პარტიაში გადასვლის გეგმები არ აქვს.

ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დემოკრატიული მოძრაობიდან მიდიან თბილისის საკრებულოს დეპუტატებიც.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: მთავარი „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ ვაშაძის, კუბლაშვილის და ბურჭულაძის გაერთიანებაა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: უნდა ვნახოთ, როგორი ქალაქი ჩაიბარა ნარმანიამ და რა ხდება დღეს