ნინო ბურჯანაძის განცხადებით,თუ ეპიდემიის საფრთხე დადგება,არჩევნები უნდა გადაიდოს

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიის გარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ოპოზიციისთვის მიუღებელია.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, თუ ეპიდემიის რეალური საფრთხე დადგება, წინასაარჩევნო შეხვედრები ვერ ჩატარდება და შესაბამისად, არჩევნებიც უნდა გადაიდოს, თუმცა მისივე თქმით, ეს ოპოზიციასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებით უნდა მოხდეს.

„ოპოზიციისთვის უფრო მიუღებელია ვთქვათ საარჩევნო კამპანიის ჩატარების გარეშე არჩევნებზე წასვლა. ამიტომ თუ მართლა რეალურად იქნება პრობლემა, რომ აშკარაა ეპიდემიის საფრთხე, წინასაარჩევნო შეხვედრები ვერ ჩატარდება და შესაბამისად, არჩევნებიც უნდა გადაიდოს. თუმცა, აქ ძალიან მნიშვნელოვანია რომ არჩევნების გადადება მოხდეს შეთანხმებით, მათ შორის ოპოზიციასთან და ჩვენ საერთაშორისო მეგობრებთან“, – განაცხადა ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, მმართველი გუნდი არჩევნების გადასადებად პანდემიის გამოყენებას კატეგორიულად უარყოფს. ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნება“ ეცდება თარიღის გადაწევით დრო მოიგოს და საარჩევნო კამპანია უკეთ დაგეგმოს.

banner
წინა სტატიაშიე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით სენაკში ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიასაგარეო უწყება-გერმანია საქართველოსთან მიმოსვლის აღდგენის საკითხს პოზიტიურად უყურებს