ნინო ბურჯანაძემ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

,,ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ხელისუფლებამ სასწრაფოდ გამოაცხადოს ფორსმაჟორი და ეროვნულმა ბანკმა მიიღოს გადაწყვეტილება, მოქალაქეებს შეუჩერდეს საბანკო სესხებზე პროცენტები, გაუქმდეს ჯარიმები და მოხდეს სესხების გადავადება”. – განაცხადა ,,ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, რომელმაც პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

როგორც პარტიის პრესამსახურში განაცხადეს, პეტიციის ფარგლებში ხელმოწერების შეგროვება დღეს დაიწყო რუსთაველის მეტრო-სადგურთან და ის გაგრძელდება ყველა მეტრო-სადგურთან. ასევე აქცია გადაინაცვლებს ხალხმრავალ ადგილებში არამარტო დედაქალაქდი, არამედ საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონში.

პეტიციას ხელი პირველმა ,,ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მოაწერა.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
შემდეგი სტატიადედაქალაქში BMC-ს მარკის ავტობუსების და FORD-ის მარკის მიკროავტობუსების პირველი ნაკადი შემოვიდა