ნინო ბურჯანაძემ ექსპერტებს საარჩევნო პროგრამა გააცნო

„ერთიანი საქართველოს“ ოფისში საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ნინო ბურჯანაძემ სხვადასხვა სფეროს ექსპერტები მიიწვია.

ექსპერტებს წინასწარ დაურიგდათ საარჩევნო პროგრამის ასლები, რომლებიც წინასწარ გაეცნენ და საკუთარი შენიშვნები და რეკომენდაციები მიაწოდეს პარტიის ლიდერს ნინო ბურჯანაძეს.

ექსპერტებმა პროგრამიდან გამოყვეს საგარეო პოლიტიკის მიმართულება და მცოცავი ოკუპაცია. ეკონომიკურ დარგში ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაზე და სამუშაო ადგილების შექმნაზე.

„ჩვენ მოვამზადეთ 52 -გვერდიანი პროგრამა. რა თქმა უნდა, მომზადებული გვაქვს ბუკლეტიც, რომელსაც მოსახლეობაში დავარიგებთ, ეს არის შედარებით შემჭიდროვებული ვერსია ამ პროგრამის. წინასწარ ჩვენ ექსპერტებთან გავიარეთ კონსულტაციები და დღეს ძალიან მიხარია, რომ დასრულებული ვერსია უკვე შემიძლია წარმოვუდგინო ჩვენთან მოსულ ექსპერტებს. იმედი მაქვს, რომ ექსპერტების შეფასება პროგრამასთან დაკავშირებით, იქნება ისეთივე, როგორიც ტრადიციულად ჩვენი პარტიის შეფასება არის ხოლმე პროგრამულ ნაწილში, რომ ეს არის ძალიან სერიოზული, ძალიან რეალისტური ქვეყნის ინტერესების შესაბამისი პროგრამა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანის არმიამ ყარაბაღის სამხრეთ მიმართულებაზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო
შემდეგი სტატია„პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას, „ქართული ოცნება“ მზადაა, ნებისმიერი კაპრიზი შეუსრულოს სასამართლო კლანს და ამით მოიპოვოს მისგან ლმობიერება“- ლევან კობერიძე