ნინო ბურჯანაძემ აჭარაში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

მე ღრმად ვარ დარწმუნებული და ვიცი, რომ ასეთი ღირსეული კანდიდატები არ ჰყავს არავი არც აჭარაში და არც საქართველოში, – ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ აჭარაში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

“ჩვენ ვართ ადამიანები, ვისაც ლაპარაკი შეგვიძლია და საქმეც შეგვიძლია. ჩვენ დანაპირებებს ვასრულებთ. ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ ვინმეს გავრიგებივართ ოდესმე. ჩვენ ვართ თანმიმდევრული პარტია, რომელიც გააერთიანებს ქვეყანას, მაგრამ ამას დრო დასჭირდება. მანამდე კი მივხედავთ ეკონომიკას, სოციალურ ფონს. ტურიზმი კარგია, მაგრამ ის არა ერთადერთი, არამედ ერთ-ერთი მიმართულება უნდა იყოს. მე ზუსტად ვიცი, ჩვენი ქვეყნის უბლოკო სტატუსი, უბლოკო სტატუსის იდეა და ჩვენი პროგრამა”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

“ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატები უმაღლეს საბჭოში:

ლევან ჯინჭარაძე ბათუმი
დიმიტრი ჭეიშვილი ბათუმი
შაქრო პაპიძე – ბათუმი
ხვიჩა გამარჯობაძე – ქობულეთი
შუქრი ბრუნჯაძე ხელვაჩაური
მამუკა ღორჯომელაძე -ხულო

პარლამენტში აჭარიდან მაჟორიტარობის კანდიდატებად დასახელდნენ:

ომარ ფარტენაძე – ბათუმი
დავით გოგიტიძე ბათუმი
ხათუნა ფხაკაძე – ბათუმი
სულიკო რომანაძე – ქობულეთი
იაშა გვიანიძე – ხელვაჩაური
მიხეილ მახარაძე – ხულო

ნინო ბურჯანაძემ ასევე განაცხადა, რომ პარლამენტში პროპორციული სიის პირველი ნომერი თავად იქნება.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: იმაზე ნუ ვუსაყვედურებთ ზოგ ბიზნესმენს, რომ თავი არ დაარბევინა სააკაშვილის რეჟიმს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: არც დავით ნარმანიაა უნაკლო