ნინო ბურჯანაძე:”ეს არის რუსთავი 2-ის გამარჯვება, ხელისუფლება არის გაბითურებული”

ნინო ბურჯანაძე: ვიმედოვნებ, რომ თუნდაც საარჩევნოდ, „ქართული ოცნება“ შეეცდება სამართლიანობა ადამიანების გარკვეული ნაწილის მიმართ მაინც აღდგეს

ნინო ბურჯანაძე: მივიღე პირობა, რომ გამარტივდება ვიზები საქართველოს მოსახლეობისათვის“ეს არის რუსთავი 2-ის გამარჯვება, ხელისუფლება არის გაბითურებული,”- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებას. ბურჯანაძე ამბობს, რომ ხელისუფლება ღიად ებრძვის რუსთავი 2-ს. მიუხედავად ამისა ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ მაუწყებელი ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს ატარებს.

“ეს არის რუსთავი 2-ის გამარჯვება, ხელისუფლება არის დამარცხებული, ხელისუფლება რის გაბითურებული. ეს სულაც არ არის გასაკვირი ამ ხელისუფლების ხელში. ერთი რამ ფაქტია, რომ ეს ნამდვილად არ არის საკუთრებისთვის ბრძოლა ეს ნამდვილად არ არის სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლა. ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების გარდა სხვებისთვისაც, რომ დაებრუნებინა საკუთრება ასეთ შემთხვევაში შეიძლება ჩაგვეთვალა, რომ ეს ხალვაშის მიერ საკუთრებაზე დავაა.

აქ ნამდვილად იყო ბრძოლა რუსთავი2-ის წინააღმდეგ. რუსთავი 2-ის მაუწყებლობას არ უნდა დაემუქროს საფრთხე. მიუხედავად იმისა, რომ რუსთავი 2 არ მიმაჩნია, ობიექტურ ტელევიზიად. ეს ნამდვილად არის ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ტელევიზია. ამის უფლება გაქვთ ამის გამო ტელევიზია არ უნდა დაიხუროს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ თქვენს მაუწყებლობას ხელი არ უნდა შეეშალოს,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

პარტია გაერთიანებული დემოკარტების თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ დაუყონებლივი აღსრულების შესახებ ჩანაწერი კანონში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს 2009 წელს შევიდა. ბურჯანაძის მტკიცებით ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილეს და 10 დღის ვადაში სამი მოსმენით დაამტკიცეს.

“გიგა ბოკერიამ და დავით ბაქრაძემ თქვეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გადაარჩინა სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებით თავისუფალი სიტყვა საქართველოში. მე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მივესალმები და ვიზიარებ, მაგრამ კითხეთ დავით ბაქრაძეს და ბოკერიას რატომ იქნა კანონში მიღებული ცვლილება, რომლის გაუქმებაც გახდა საჭირო, რომ თავისუფალი სიტყვა გადაგვერჩინა. ეს ცვლილება კანონში ნაციონალური მოძროაბის პარლამენტმა დავით ბაქრაძის თავმჯდომარეობით გიგა ბოკერიას ადვოკატობით 2009 წლის 17 ივლისს დაჩქარებული წესით ერთადერთი მიზნით მიიღეს, დაესაჯათ ნინო ბურჯანაძე და სასამართლო გადაწყვეტილება ძალაში შესულიყო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებისთანავე. გააშუქეთ ესეც, მე ვიცი, რომ თქვენი პროფესიონალიზმი გაძლევთ ამის საშუალებას და მე დარწმუნებული ვარ თქვენი მხარდამჭერთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიპუტინი: რუსეთის დაშინება უპერსპექტივო საქმიანობაა…
შემდეგი სტატიარუსმა მომღერალმა BMW-ს ცეცხლი წაუკიდა და ,,LADA,,-ს ყიდვისკენ მოუწოდა თანამემამულეებს…