ნინო ბურჯანაძე ზესტაფონში და თერჯოლაში მხარდამჭერებს შეხვდა

,,ჩემი ამოცანაა მოვისმინო თქვენი განწყობა და პრობლემები. მე უნდა გითხრათ თქვენ თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მე და ჩემი გუნდი გამარჯვების შემთხვევაში“. – ასე მიმართა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ზესტაფონის და თერჯოლის ამომრჩევლებს, რომელიც პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად იმერეთის რეგიონში ჩავიდა.

პარტიის ლიდერმა ზესტაფონის და თერჯოლის ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამის ის მიმართულებები გააცნო, როგორიცაა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარება, სასოფლო-სამეურნეო კოორპორაციის შესახებ პარტიის ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს გლეხებისა და ფერმერების სასოფლო სამეურნეო ტექნიკით, ინფრასტრუქტურით, გადამამუშავებელი ქარხნებით და სამაცივრე საწყობებით უზრუნვლეყოფას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩვენ სასოფლო-სამეურნეო დარგში დავასაქმებთ და სტაბილური შემოსავლით ვუზრუნველყოფთ 640 ათას ადამიანს.

„ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა ის პრობლემები, რაც ზესტაფონის და თერჯოლის მოსახლეობასთან შეხვედრისას მოვისმინე. ადამიანებს სურთ, თავიანთ ქვეყანაში ირსეულად ცხოვრობდნენ და სამუშაოს საძებნელად სხვადასხვა ქვეყანაში არ გარბოდნენ.

მე იმედი მაქვს ამ შეხვედრიდან ჩემი მხარდამჭერები წავლენ დარწმუნებულები იმაში, რომ მე ვარ პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს ძალა და გამოცდილება, რომ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების პრობლემები მოვაგვარო. მე მაქვს ცოდნაც, გამოცდილებაც, ბრძოლის რომ გავაკეთო ძალიან ბევრი რამ ჩვენი ქვეყნისთვის, ამისთვის საჭიროა ამ ადამიანებმა მომცენ მანდატი. ჩვენი ხალხი დაიღალა ხელისუფლებისაგან ტყუილეიბის მოსმენით, დღეს ეს ადამიანები, ჩემგან მოისმენენ იმას, რომ რასაც მე ვპირდები არის რეალისტური, მთავარია შემოხაზონ 3 ნომერი“. – განაცხადა ,,ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე მოწერელია – „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი იყო და არის სოფლის მხარდაჭერა და სოფელზე ზრუნვა
შემდეგი სტატიაუწყებათაშორისი კომისია საჯარო მოსამსახურეებს და არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს რეკომენდაციით მიმართავს