ნინო ბურჯანაძე : ვიზალიბერალიზაცია არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები წავლენ და ევროპაში მუშაობას დაიწყებენ

ვიზალიბერალიზაცია არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები წავლენ და ევროპაში მუშაობას დაიწყებენ, – ამის შესახებ ,,ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციის მიღება საქართველოსათვის ამ ვითარებაში, საკმაოდ რთული იქნებოდა და ეს დადასტურდა კიდეც.

„ჩვენს მოსახლეობას უნდა ვუთხრათ სიმართლე, რომ ვიზალიბერალიზაცია არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები წავლენ და ევროპაში დაიწყებენ მუშაობას. ეს არ არის სამუშაო ვიზები. ეს არის მოკლევადიანი, ევროპაში მოგზაურობისათვის განკუთვნილი ვიზები. რაც შეეხება საერთოდ ვიზებს, არაერთხელ ვთქვი, რომ ხალხის მხარდაჭერისა და ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, მე, ნამდვილად შევძლებ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ამის გაკეთება შედარებით უფრო ადვილად არის შესაძლებელი. თუმცა, ევროპასთან ვიზების გაუქმების საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

,,ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა აღნიშნა, რომ საემიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით გონივრული და ფრთხილი სვლებია საჭირო.

„ჯერჯერობით, ის პრობლემა გვაქვს, რომ მხოლოდ ჩვენი მოსახლეობა გაედინება საქართველოს ფარგლებს გარეთ. ის ახალგაზრდები, რომლებმაც ოჯახები უნდა შექმნან და შვილები უნდა გააჩინონ, მიდიან ლუკმაპურის საშოვნელად. უმეტესობას საკუთარი ოჯახები მიტოვებული ჰყავთ და სხვის ოჯახებს უვლიან. ამ პრობლემებს რომ მოევლოს, აუცილებელია, ქვეყანაში რეალურად შეიცვალოს ეკონომიკური ვითარება იმისათვის, რომ ადამიანებმა დაბრუნება შეძლონ. ათიდან ცხრა ახალგაზრდას უნდა, რომ წავიდეს და იქ იცხოვროს. ეს არის კატასტროფა ქვეყნისათვის“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ თავის პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ყველაფერს იღონებს იმისათვის, რომ საქართველოში მდგომარეობა გამოსწორდეს და ქართველ ხალხს საქართველოში შეეძლოს ნორმალურად ცხოვრება.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილთან შეხვედრა ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით არ მომხდარა – ოლიმპიური კომიტეტი
შემდეგი სტატიაგიორგი ცაგარეიშვილი : “მოვუწოდებ მინისტრ იზორიას არ დაუშვას შეიარაღებული ძალების პოლიტიკურ იარაღად გამოყენება”