ნინო ბურჯანაძე: ვისურვებდი, რომ უახლოეს ხანებში ასრულდეს ის ოცნება, რაც 9 აპრილს ადამიანებს ჰქონდათ

ვისურვებდი, რომ უახლოეს ხანებში ასრულდეს რეალურად ის ოცნება, რაც 9 აპრილს მყოფ ადამიანებს ჰქონდათ, არა მხოლოდ ფორმალური, არამედ რეალური დამოუკიდებლობა, რეალური ერთიანობა, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, როცა საქართველო ერთიანია, როცა ქართველი ხალხი ერთ მუშტადაა შეკრული, ძალიან დიდ გამოწვევებსაც კი უმკლავდება.

„კიდევ ერთხელ მინდა ქედი მოვიხარო ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც 9 აპრილს აქ საქართველოს დამოუკიდებლობისა და უკეთესი მომავლისთვის იბრძოდა, განსაკუთრებით ყველანი ქედს ვიხრით იმ ადამიანების წინაშე, ვინც დაიღუპა. ვისურვებდი, რომ უახლოეს ხანებში, ასრულდეს რეალურად ის ოცნება, რაც 9 აპრილს მყოფ ადამიანებს ჰქონდათ არა მხოლოდ ფორმალური, არამედ რეალური დამოუკიდებლობა, რეალური ერთიანობა, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, წინსვლა და წარმატება, რომ ჩვენი ხალხი ცხოვრობდეს ღირსეულად, ისე როგორც ეს საქართველოს მოსახლეობას ეკადრება“, – განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.

ნინო ბურჯანაძის თქმით, იმისთვის, რომ 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე მყოფი ადამიანების ოცნება ასრულდეს, კიდევ დიდი ბრძოლაა საჭირო.
„ჩვენ ვიცით, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და 9 აპრილი ამის ნათელი დადასტურებაა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან თანაპარტიელებთან და თანამოაზრეებთან ერთად იმყოფებოდა.

მასთან ერთად იმყოფებოდნენ 9 აპრილის მონაწილე პირები, მათ შორის ირაკლი ბათიაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ 9 აპრილი ისტორიული მნიშვნელობის თარიღია.

 

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთიდან გადამოსვენებულ მებრძოლებს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ
შემდეგი სტატიათამარ ჟვანია: ნებისმიერ დღეს ცესკო მზად არის, არჩევნების ადმინისტრირება განახორციელოს