ნინო ბურჯანაძე: ვენეციის კომისია მეტს ვერაგერს დაწერდა, ისინი არ ილანძღებიან და არ იგინებია

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მთავრობასაც და ოპოზიციასაც მოუწოდებს კარგად წაიკითხონ ვენეციის კომისიის დასკვნა.

„ვენეციის კომისიას მეტი რაღა უნდა დაეწერა, ის ვერ გვაგინებს, ვერ გაგვლანძღავს და სხვა ყველაფერი კი ცალსახად დაწერა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი შეფასებით კონსტიტუციის ახალი რედაქცია თანხმობის ნაცვლად უთანხმოების დოკუმენტია. „იგივე წრეზე ვტრიალებთ, რომ უმრავლესობას ყველაფერი გასდის და ჰგონია, რომ სულ ხელისუფლებაში იქნება“, – ამბობს ბურჯანაძე.

ვენეციის კომისიამ პლენარულ სხდომაზე საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნა 6 ოქტომბერს დაამტკიცა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა საარჩევნო კამპანიაში ბაღების თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზე, გამოძიების დაწყების საფუძველს ვერ ხედავს-ნატროშვილი
შემდეგი სტატიაწინასაარჩევნო გარემოს შესახებ ოპოზიციური პარტიები განცხადებას ავრცელებენ